18 ოქტომბერი 2024,   09:23
ვრცლად
ჩვენ უფრო შორს წავალთ, პუტინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და ის უნდა დამარცხდეს - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. მისი თქმით, პუტინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა მის შესაჩერებლად დასავლეთი იმაზე მეტს გააკეთებს ვიდრე აქამდე. 

ჯონსონი ბრიტანეთში მცხოვრებ უკრაინელებს მიმართავს და გაძლიერებას უსურვებს. 

"მინდა პირდაპირ ვესაუბრო უკრაინელებს აქ დიდ ბრიტანეთსა და მეზობელ ქვეყნებში. ვერც კი წარმოვიდგენ, რას განიცდით ახლა. რაც იცი და გიყვარს, ასე აუხსნელად და სასტიკად დაიმსხვრა. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დგას უკრაინის ხალხის გვერდით ამ აგრესიის წინააღმდეგ.

ჩვენ ერთად, უკრაინის მრავალ მეგობართან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ თქვენს მხარდასაჭერად და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ 25-ზე მეტ მოკავშირესა და პარტნიორთან, რათა მხარი დავუჭიროთ მებრძოლებს, არა მხოლოდ მათი სახლების, არამედ თავად თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მათ, ვინც კონფლიქტს გაექცა. შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ერთად, ჩვენ შემოვიტანეთ გლობალური სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც ოდესმე დაწესებულა რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენ უფრო შორს წავალთ, სანამ ეს აგრესია არ შეჩერდება, პუტინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია რათა მის ბარბაროსობას წინ აღუდგეს. მე ვიცი, რომ რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს, რაც არ უნდა მძიმე იყოს, პუტინი უნდა დამარცხდეს,"- აცხადებს ბორის ჯონსონი. 

დღის ამბები