18 ოქტომბერი 2024,   09:19
ვრცლად
უკრაინელი სამხედროები პოზიციებს არ თმობენ რუსეთი კი დიდ ქალაქებს უტევს - რა დანაკარგები აქვთ მხარეებს ომის მე-10 დღეს

ხარკოვი, ხერსონი, ბუჩამარიოპოლი და კიდევ ათობით ქალაქი რომელიც რუსულმა არმიამ თითქმის გაანადგურა და ახლაც ცეცხლის ქვეშაა რუსულ აგრესიას მეათე დღეა ებრძვის. 

მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი ქვეყნის არმია შეტევას არ აჩერებს, უკრაინელი სამხედროები მოწინააღმდეგეს დიდი ზარალს აყენებენ და პოზიციებს არ თმობენ.

რუსეთის თავდაცვის უწყება მოკლულთა რაოდენობას ტრადიციულად მალავს, უკრაინული მხარის მონაცემებით კი მხოლოდ დღეს რუსული არმიის ათასამდე ჯარისკაცია განეიტრალებული, ჩამოგდებულია რამდენიმე საფრენი აპარატი.

უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე მიმართულებაზე განახორციელეს კონტრშეტევაც. უკრაინულმა თავდაცვამ მორიგი შვეულმფრენი ნიკოლაევში ჩამოაგდო. გადარჩენილი პილოტი კი, ტყვედ ჩავარდა.

უკრაინა კიდევ ერთ, მძიმე ღამეს გადაურჩა. მტერი მთავარი სამიზნისკენ, კიევისკენ სვლას ჩრდილო-დასავლეთიდან ისევ აგრძელებს.

აგრესორმა გზების გადაკეტვით საინჟინრო სამუშაოები ბოროდიანკას მიდამოში დაიწყო, სავარაუდოდ დედაქალაქის მიმართულებით შემდგომი წინსვლის მიზნით.

რუსებმა მიაღწიეს კიევის ოლქამდეც. რთული მდგომარეობაა ქალაქ ბუჩში, სადაც განადგურებულია საცხოვრებელი სახლები.

ფრონტის ხაზად იყო ქცეული ქალაქი ირპენიც, თუმცა ამ დროისთვის ტერიტორიებს უკრაინული ძალები აკონტროლებენ.

მძიმე სურათია კიევის ჩრდილოეთითაც. ჩერნიგოვი მუდმივი დაბომბვის ქვეშ არის.

პუტინის სამიზნე ქალაქებს შორის არი ლუგანსკიც და დონეცკიც. რუსი ოკუპანტები ტერიტორიები დაკავების გეგმებს სახავენ. ამით აგრესორს ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის შექმნა სურს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. აგრესორო შეტევას არ წყვეტს და ანადგურებს ყველაფერს რაც გზად ხვდება. პარალელურად ამისა უკრაინამ რუსების დანაკარგზე ინფორმაცია განაახლა - რუსების დანაკარგებს შორისაა 269 ტანკი, 945 საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 409 საავტომობილო ტექნიკა, 105 საარტილერიო სისტემა, 50 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 19 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 39 თვითმფრინავი, 40 ვერტმფრენი, 3 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 2 საზღვაო ხომალდი.




 

 




 

 

დღის ამბები