30 აგვისტო 2026,   21:16
ვრცლად
"ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება ეს ურთიერთობები" - ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტით იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტით იმყოფება - ზურაბ აზარაშვილი კოლეგას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს, მთავარი აქცენტი კი თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების იმპორტზე გაკეთდა.

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება ეს ურთიერთობები. მე იგი მოვიწვიე საქართველოში. არსებობს 94 წელს დადებული ხელშეკრულება თურქეთს და საქართველოს შორის სამედიცინო სერვისების შესახებ, რომელ ხელშეკრულებასაც ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში გადავხედავთ და აღნიშნული ხელშეკრულება შევთანხმდით, რომ ხელმოწერილი იქნება საქართველოში," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები