28 აპრილი 2024,   13:59
ვრცლად
გავა თუ არა რძის პროდუქცია საქართველოდან რუსეთის ბაზარზე - სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტება

გავა თუ არა რძის პროდუქცია რუსეთის ბაზარზე - საკითხი რომელიც ბოლო დღეებში არაერთხელ გახდა სადაო "კურიერთან" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა:

"რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ჩვენ, ჩვენი მეწარმეების კომენტარები მოვისმინეთ. დღეს ჩვენ გარკვეულწილად დამოკიდებულები ვართ რძის ნაწარმის იმპორტზე და შესაბამისად ჩვენს მეწარმეებს არ აქვთ იმდენი რესურსი რომ ჩვენ ექსპორტი მნიშვნელოვნად განვახორციელოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ზედმეტია,"- აცხადებს ოთარ შამუგია. 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტების მარაგების შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. 

"მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ყველა მიმართულების მხრივ, შესაბამისი მარაგები გაქვს და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალ დღეებში,"- აღნიშნა ოთარ შამუგიამ

დღის ამბები