09 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

ბორის ჯონსონი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა "სქაი ნიუსთან" ინტერვიუს დროს განაცხადა. ჯონსონის თქმით, ერთადერთი გზა უკრაინაში ომის დასასრულებლად არის პუტინის მიერ იმის გაცნობიერება, რომ მან "კატასტროფული შეცდომა" დაუშვა.

"რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ერთადერთი გზა უკრაინაში ომის დასასრულებლად არის პუტინის მიერ იმის გაცნობიერება, რომ მან "კატასტროფული შეცდომა" დაუშვა. ის, რაც ქიმიური იარაღის შესახებ გვესმის, რუსეთის თამაშის წესებში შედის. ისინი იწყებენ საუბარს, რომ ქიმიური იარაღი მათ ოპონენტებს ან აშშ-ს ქონდეს შენახული," - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დღის ამბები