07 მაისი 2024,   21:36
ვრცლად
სიფრთხილისა თუ შიშის ვერც ერთი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს - პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით წარდგენისას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრად გააკრიტიკა. უკრაინის საკითხზე სდაუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სიფრთხილისა და შიშის არგუმენტით ვერ აიხსნება, სიტყვით მაინც არ დგომა იქ, რასაც "სინდისი და ქართველობა" მოითხოვს. 

"ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!

ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.

ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში, თუ გასაჯაროებაში. როცა სახელმწიფო უწყებებს შორის მთავარი გადაწყვეტილებები არ განიხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება. ვინმე დაიჯერებს რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით?! სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები!

 
დღის ამბები