01 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
222 დაღუპული, მათ შორის 4 ბავშვი, 889 დაჭრილი ადამიანი, დანგრეული სახლები და საბავშვო ბაღები - ომის 23 დღის ტრაგიკული შედეგი კიევში

უკრაინის დედაქალაქში რუსული სამხედრო ძალების შეჭრიდან დღემდე 222 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 60 მშვიდობიანი მოქალაქეა, აქედან 4 ბავშვი. 

ომის 23 დღის განმავლობაში კიევში დაიჭრა 889 ადამიანი, მათ შორის 241 მშვიდობიანი მოქალაქე - 18 ბავშვი, სასწრაფო დახმარების მანქანის 3 მძღოლი და 1 ექიმი.

ასევე კიევში დაბომბვების შედეგად დაზიანდა და განადგურდა 36 საცხოვრებელი სახლი, 6 სკოლა და 4 საბავშვო ბაღი. 

კიევში დღეის მდგომარეობით არსებულ ომის სტატისტიკას უკრაინული მედია ავრცელებს.

დღის ამბები