მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება - საუბარია, ამჯერად, საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება.
ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს.
დღევანდელ სხდომაზე იგეგმება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
სხდომა საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე იწყება. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.