03 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ორ სახელმწიფო ორგანოს შორის შესაძლო დავის დაწყება - საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ 

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. "ქართული ოცნების" ინიციატივის მიხედვით, ორ სახელმწიფო ორგანოს შორის კომპეტენციასთან დაკავშირებული შესაძლო დავის დაწყება, კონკრეტული ქმედების ან უმოქმედობის საფუძველზეც იქნება შესაძლებელი.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პრეზიდენტმა ელჩის რამდენიმე კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ამ ცვლილების შეტანა გახდა საჭირო.

"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ ოპოზიციური სპექტრის ბრალდებებს, რომ ეს კანონპროექტი სალომე ზურაბიშვილზე შურისძების მიზნით შემუშავდა.

"ეს უკავშირდება პრეზიდენტის მხრიდან უარს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით და იმისთვის, რომ მთავრობის პრეროგატივა უფრო ცხადი გახდეს, ამისთვის საჭირო არის, რომ შესაბამისი საკონსტიტუციო სარჩელი იქნეს განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ეს რომ პროცედურულად განხორციელდეს, თავსებადობა უნდა მოხდეს კონსტიტუციასთან იმ ორგანული კანონის, რომელიც ამ პროცესებს არეგულირებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.

დღის ამბები