02 სექტემბერი 2026,   19:41
ვრცლად
საქმე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის, საქართველოს არგუმენტები არის ძალიან მყარი - იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქმე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სარჩელიცაა გაგზავნილი, რომელიც უკავშირდება გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებს.

რატი ბრეგაძის შეფასებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს არგუმენტები არის ძალიან მყარი.

"მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ დავაშიც იუსტიციის სამინისტრო არის ჩართული.

რაც შეეხება საქმეს "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე, საქართველოს არგუმენტები არის ძალიან მყარი ამ საქმეში და ბუნებრივია, საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა," განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები