04 მაისი 2024,   17:11
ვრცლად
ჯო ბაიდენი რუსეთის დიდი ოცეულიდან გაძევებას განიხილავს

მოსალოდნელია თუ არა რუსეთის დიდი ოცეულიდან გაძევება - ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი არ გამორიცხავს დიდი ოცეულიდან რუსეთის გაძევებას და ამბობს, რომ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ეს საკითხიც იყო განხილული.

ბაიდენი ასევე მხარს უჭერს დიდი ოცეულის სამიტზე უკრაინის მიწვევას. გარდა ამისა ჯო ბაიდენმა ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ გაკონტროლებული იქნება თუ როგორ ხდება დაწესებული სანქციების იმპლენეტაცია

დღის ამბები