28 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
"განცხადებები, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, არც გონივრული მგონია და არც მორალურად გამართლებული" - თეონა აქუბარდია

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას, სადაც ალექსეი დენილოვი აცხადებს, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დღეს ტერიტორიების დაბრუნებას დაიწყებენ, ეს უკრაინას დაეხმარება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. 

ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ეს მოწოდება არის არამეგობრული და თავისი შინაარსით არაგონივრული.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, უკრაინამ და საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ურთიერთობები, რადგან ამ ურთიერთობების დაზიანება დღეს ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს. 

"განცხადებები, რომ საქართველომ და მოლდოვამ მეორე ფრონტი უნდა გახსნან ისევე, როგორც პოლონეთმა, არც გონივრული მგონია და არც მორალურად გამართლებული. საქართველოს აქვს საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულება, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს ტერიტორიებს და ეს გაცხადებული იყო გაეროს მაღალი ტრიბუნიდან,"-ცხადებს თეონა აქუბარდია.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში. 

დღის ამბები