18 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლოა თურქეთში გაიმართოს - რაზე ისაუბრეს ერდოღანმა და ზელენსკიმ

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ერდოღანის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინაში კონფლიქტის გადასაჭრელად და კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში გაიმართოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თავის მხრივ მადლობა გადაუხადა თურქეთის ლიდერს ძალისხმევისთვის, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა.

დღის ამბები