06 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
არცერთ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ერთ ასოციაციას - ხათუნა კვიციანი "ერთი ფანჯრის პრინციპზე", კულტურის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხათუნა კვიციანმა დეპუტატებს განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების ანალიზი გააცნო.

ხათუნა კვიციანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ერთი ფანჯრის“ პრინციპი რეალურად კარგად მუშაობს, თუმცა ამ პრინციპის ფორმის დახვეწაა საჭირო.
აღნიშნულმა ტერმინმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუ რა იგულისხმებოდა "ერთი ფანჯრის პრინციპში",“ ამასთან დაკავშირებით ხათუნა კვიციანმა დამატებით განმარტება გააკეთა.

"განვმარტავ უფრო კონკრეტულად თუ რაც ვიგულისხმე. ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკები და ექსპერტები ადასტურებენ იმას, რომ ერთი ფანჯრის პრინციპი ყველაზე სწორი მექნიზმია საავტორო უფლებების გამართვისა და ფუნქციონირებისთვის, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს პრინციპი ჩვენ შემთხვევაში და რა მექანიზმით, ეს უკვე ცალკე კვლევის საგანია.

არ ვიცი, ეს რატომ იქნა გამოყენებული ვიღაცების სასარგებლოდ.  მე ეს გავაჟღერე, როგორც ზოგადი ინფორმაცია და საერთაშორისო პრაქტიკებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველა რეალობა არის ინდივიდუალური და ჩვენს ქართულ რეალობას როგორ მოვარგებთ ამ პრინციპს, ექსპერტები დაადგენენ ამას. მე არ გამიჟღერებია გადაწყვეტილება. ჩვენ ჯერ არ მივსულვართ იქამდე, რომ დასკვნების გამოტანა დაგვწყო. ჯერ მიმდინარეობს მზადება კვლევის დაწყებისთვის. ჩვენ მოვარგებთ საუკეთესო პრაქტიკებს ჩვენს რეალობას.

"ერთი ფანჯრის პრინციპი" გულისხმობს იმას, რომ ერთ ორგანოს ეძლევა ჰონორარების მოკრების და განაწილების უფლება. აქ არ ვგულისხმობ ერთ ასოციაციას არცერთ შემთხვევაში. კვლევა დაადგენს თუ ვინ იქნება ეს ორგანო. ეს არ გულისხმობს აუცილებლად ასოციაცას. მე მქონდა ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრნდობით ინფორმაცია და ეს გავაჟღერე, რომ საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ერთი ფანჯრის პრინციპი კარგად მუშაობს. მე არ გამიჟღერებია არანაირი ჩვენი გადაწყვეტილება. მე ზოგადი ინფორმაცია გავაჟღერე, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ყველა მოსარგებლის ინტერესებიდან. აქ თუ დღეს ვინმეს აქვს შეგრძნება, რომ მისი უფლება ირღვევა, აუცილებლად ჩვენ მოვახერხებთ და შევიმუშავებთ ისეთ კანონს, რომ არავის ჰქონდეს ამ უსამართლობის შეგრძნება. ჩვენი კომიტეტი სწორედ ამისთვის არის ამ საკითხში ჩართული," - განმარტავს ხათუნა კვიციანი.

(R)

დღის ამბები