06 მაისი 2024,   13:53
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალიდან და აფხაზეთიდან რუსული ჯარების ნაწილის გაყვანას ბრიტანეთის სპეცსამსახურებიც ადასტურებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსული ჯარების ნაწილის გაყვანას ბრიტანეთის სპეცსამსახურებიც ადასტურებენ, თუმცა ასევე გავრცელდა კადრები ფრონტის ხაზიდან უკან დაბრუნებული ოსი სამხედროების შესახებ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ბოლო რამდენიმე დღეა კვლავ ვაშინგტონის და ლონდონის ყურადღების ცენტრშია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ანატოლი ბიბილოვის მორიგი ინიციატივაა, რომელიც ე.წ. არჩევნების შემდეგ რუსეთთან მიერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში კითხვა დღეს "რუსთავი 2-ის" ვაშინგტონის ბიურომ დასვა.

რუსეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას სახელმწიფო დეპარტამენტიდან შეახსენეს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მომავლის გადაწყვეტის უფლება არც ერთს არ აქვს. შტატების ადმინისტრაცია "რუსთავი 2-ის" კითხვის საპასუხოდ პირველად გამოეხმაურა თვითგამოცხადებული მთავრობის გეგმას.

ცხინვალის რეგიონში, სადაც 10 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული, უკვე დასახელდა რეფერენდუმის ჩატარების სავარაუდო თარიღი. ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან შეერთების შემთხვევაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას აპირებს. რატომ გააქტიურდა ცხინვალში რუსეთი ახლა?! ოპოზიცია ბიბილოვის განცხადების მიღმა კრემლის ხელწერას ხედავს. ამბობენ, რომ ეს ოკუპანტი ქვეყნის მიერ დადგმული მორიგი სცენარია.

საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ეხება, აქტიურად მუშაობს მთავრობის გუნდი. ანატოლი ბიბილოვის სურვილებს კი არარეალურს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ ეს თვითგამოცხადებულ რეჟიმს არალეგიტიმურად დანიშნული არჩევნებისთვის სჭირდება.

საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ეხება აქტიურად მუშაობს მთავრობის გუნდი. ანატოლი ბიბილოვის სურვილებს კი არარეალურს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ ეს თვითგამოცხადებულ რეჟიმს არალეგიტიმურად დანიშნული არჩევნებისთვის სჭირდება.

ოკუპირებული ცხინვალისგან განსხვავებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება არ განიხილება აფხაზეთში. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას ანიჭებენ უპირატესობას, პრიორიტეტი კი დამოუკიდებლობაა.

დღის ამბები