04 მაისი 2024,   16:32
ვრცლად
როდესაც გადაწვეტილებას იღებდა პრემიერი ვარაუდობდა, რომ აშშ-ში გვყოლოდა ძლიერი დიპლომატი - პაპუაშვილი საგარეო უწყების მინისტრის ცვლილებაზე

საგარეო უწყებაში სამთავრობო ცვლილებას მმართველ გუნდში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა - პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გაძლიერდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოცდილი ადამიანი უხელმძღვანელებს.

"როდესაც გადაწვეტილებას იღებდა პრემიერ-მინისტრი, ვარაუდობდა, რომ აშშ-ში გვყოლოდა ძლიერი დიპლომატი. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა.

საგარეო საქმეთა მინისტრს ვუსურვებ წარმატებას. ჩვენ პარლამენტს მასთან შეხება გვქონდა, რადგან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა. ის გახლავთ დიდი გამოცდილების მქონე და დარწმუნებული ვარ რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გაძლიერდება," - განაცხადა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები