16 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მიდის - რა წინაპირობას აყენებს "ქართული ოცნება"

ვინ წავა ბუჩაში? - პასუხის პასუხი უკრაინულ რადას. რადას სპიკერის კიდევ ერთ განცხადებას, რომ მეგობრებს ბუჩაში დაპატიჟება არ სჭირდება, მმართველი გუნდი ცალმხრივ მეგობრობად აფასებს და აცხადებს რომ არც მეგობრებს სდებენ ბრალს უაპელაციოდ.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მაშინ, როდესაც თბილისი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდამჭერია, არის იმ ქვეყნების რიცხვში ვინც ქვეყანას ომის დანაშაულების გამოძიებაში დაეხმარება, ბრალდებას რუსული კონტრაბანდის შესახებ რომელსაც მტკიცებულება არ ახლავს, არ იმსახურებს. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, შეუერთდეს ბუჩაში სამძიმრის გამოსახატად წამსვლელ საპარლამენტო დელეგაციას.

ქართველი პარლამენტარები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით საომარ ზონაში უახლოეს მომავალში ჩავლენ. "ქართულ ოცნებას" ერთი წინაპირობაც აქვს - თუკი კიევი უსაფუძვლო ბრალდებას უკან წაიღებს, საპარლამენტო დელეგაციას თავად სპიკერი, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

დღის ამბები