08 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
გამოიყენა თუ არა რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი - "აზოვის" წევრების "ზარინით" მოწამვლის ცნობები რუსეთის წარმომადგენლის მუქარის შემდეგ გავრცელდა

ამ დრომდე არავინ იცის, რა ნივთიერება გამოიყენა მარიუპოლში რუსეთის ჯარმა ბატალიონ "აზოვის" წინააღმდეგ, რომელიც მეორე თვეა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავს ალყაშემორტყმულ ქალაქს.

ვერც პენტაგონი და ვერც ბრიტანეთის დაზვერვა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ ფაქტის დადასტურებას ან უარყოფას, თუმცა, "აზოვი" ირწმუნება, რომ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, მათი მებრძოლები, ქიმიური გენომით არიან მოწამლულები. 

ეჭვია ნივთიერება "ზარინზე", რომლის მცირე კონცენტრაციაც კი სიკვდილს იწვევს. ამ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მოწოდება, რომელმაც მარიუპოლში რუსეთის ქიმიური საჯარო დანაყოფის ჩართვა მოითხოვა.

მასობრივი განადგურების იარაღით შეტევა თუ ფოსფორის ბომბები - ორივეს გამოყენება ყველა საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია. საგულისხმოა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ახლად დანიშნულმა მეთაურმა სირიაში თავი სწორედ ქიმიური იარაღის გამოყენებით გაითქვა.

"ზარინის" შესუნთქვის შემდეგ ადამიანი იღუპება ერთიდან ათ წუთამდე დროში, რადგან ფილტვებით შესუნთქული ნივთიერება კუნთების დამბლას იწვევს. რაც შეეხება ფოსფორს, ის არანაკლებ საშიშია ვიდრე ქიმიური იარაღი და წამლავს აფეთქების ტერიტორიაზე მყოფ ყველა ცოცხალ არსებას. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მარიუპოლში დარჩენილ უკრაინელებს ვერავინ აღმოუჩენს სამედიცინო დახმარებას, რადგან საოკუპაციო ჯარმა ქალაქიდან ყველა ექიმი გაიყვანა.

დღის ამბები