16 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
ეს იყო თბილი, მეგობრული მიღება, იყო ერთი განწყობა და სურვილი, რომ გაუგებრობები ამოწურულიყო, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი - შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტზე

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი შეფასებით, გაუგებრობებს წერტილი დაესვა და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მეგობარი სახელმწიფოსგან მტკიცე მხარდაჭერა დაინახა.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს

"ეს იყო თბილი, მეგობრული ვიზიტი და მიღება. ჩვენი მასპინძელი ცდილობდა განსაკუთრებული სითბო და ყურადღება ეჩვენებინა ქართული დელეგაციისთვის, მრავალპარტიული შემადგენლობა მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მთლიანად ჩვენი ქვეყნის სოლიდარობა ჩაიტანა ამ საპარლამენტო დელეგაციამ.

როგორც დახურულ, ასევე ღია ნაწილში იყო ერთი განწყობა და ერთი ტალღა, სურვილი იმის, რომ გაუგებრობები რაც იყო, ამოწურულიყო. ჩვენ მთავარ რამეზე შევთანხმდით, წინ უნდა გავიხედოთ, ჩვენი ქვეყნების ძმობა და ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ამ ვითარებაში, წინ უნდა გავიხედოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში ასეთი სიტუაცია, ამის გამოსავალი არის პირდაპირი კომუნიკაცია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები