27 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
ომის 2 თვე - რუსეთის საოკუპაციო ჯარისთვის არც ქრისტიანული დღესასწაული არ აღმოჩნდა ფაქტორი, რომ დასახლებული პუნქტების დაბომბვა შეეწყვიტათ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ზუსტად ორი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში ომის სცენარი რამდენჯერმე შეიცვალა. არ შეცვლილა მხოლოდ ხელწერა. პირველივე დღიდან რუსული აგრესიის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა დასახლებული პუნქტები და ჰუმანიტარული კორიდორებია.

ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში არაერთი ქალაქიდან და რეგიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება. შეტევები გრძელდება ხარკოვში, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში.

კვლავ ბლოკადაშია მარიუპოლი. უკრაინის პირველი პირები რუსეთს სააღდგომო ზავის გამოცხადებისკენ უშედეგოდ მოუწოდებენ. საოკუპაციო ჯარისთვის არც ქრისტიანული დღესასწაული აღმოჩნდა ფაქტორი იმისთვის, რომ დასახლებული პუნქტების დაბომბვა შეეწყვიტათ.

"აზოვსტალში" გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ინფორმაციით, მათზე შეტევა ყველანაირი იარაღით ხორციელდება.

"დღეს მარიუპოლი უკრაინის რუკაზე ყველაზე ტრაგიკულ ადგილად რჩება, რომლისთვისაც უკვე მრავალი დღეა სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. დღევანდელი ინფორმაცია, თითქოს რუსებმა მთლიანად დაიკავეს მარიუპოლი და ქალაქს აკონტროლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება, ეს არის მორიგი ტყუილი. ისინი რჩებიან ქალაქში, თუმცა ადგილი, სადაც ჩვენი გმირები, ჩვენი ჯარისკაცები არიან, კვლავ ჩვენ კონტროლ ქვეშ არის. ისინი იქ არიან მშვიდობიან მოსახლეობასთან, მათ შორის ბავშვებთან ერთად, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მათთვის," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერის არტიომ დეხტიარენკოს განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოღალატეების აღმოჩენას.

"უსაფრთხოების სამსახურმა სამხრეთ და აღმოსავლეთში აღმოფხვრა ოკუპანტების საჰაერო თავდასხმები. უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მოღალატეების აღმოჩენას. ერთ-ერთმა მოღალატემ, რომელიც საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდა, დამპყრობლებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის კოორდინატები გადასცა. უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკის დროს აღმოაჩინა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან კომუნიკაციის მტკიცებულებები, დიდი ოდენობით რუსული რუბლი," - განაცხადა არტიომ დეხტიარენკომ.

დღის ამბები