28 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება "ომის პარტიებს" და მეორე ფრონტის გახსნას - ანდრეი კასიანოვი 

რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულსა და მარიუპოლის ბლოკადაზე, ასევე ბავშვების დახოცვასა და იძულებით გადასახლებაზე, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა.

ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მედია ალექსი არესტოვოჩის განცხადებებსა და გიორგი ბარამიძის ჩანაწერის საკითხით დაინტერესდა.

ბარამიძის ჩანაწერზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რო ვერ ხედავს კომენტარის გაკეთების საჭიროებას. რაც შეეხება უკრაინის მაღალჩინოსნის განცხადებებს, კასიანოვის თქმით, გაკვირვებულია საქართველოს შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება "ომის პარტიებს" და მეორე ფრონტის გახსნას.

"ჩვენ გაკვირვებული ვართ საქართველოში შიდა დისკუსიებით, რომლებიც ეხება ომის პარტიებს და ასევე მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ გვიკვირს, რადგან უკრაინას არ დაუწყია ომი რუსეთის ფედერაციასთან. უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სხვა პარტია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ გამარჯვების პარტია. ამას ყოველდღე გვიჩვენებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინის უმაღლესი რადა, უკრაინის პრეზიდენტი“.
რა თქმა უნდა, უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიასთან, ასევე აშშ-ის საელჩოსთან,"- განაცხადა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა

 

დღის ამბები