03 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
მარიუპოლიდან უკვე გადასახლებულია 40 000 ადამიანი, რომლებიც რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებში მიჰყავთ - მარიუპოლის მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშჩენკო "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ქალაქში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ვითარება რთულია არამხოლოდ "აზოვსტალში", არამედ თვითონ ქალაქშიც, არის საკვების დეფიციტი, ასევე არ არის საავადმყოფო და არ არიან ექიმები. 

პიოტრ ანდრიუშჩენკო ამბობს, რომ მარიუპოლიდან უკვე გადასახლებულია 40 000 ადამიანი, ისინი რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, ეკონომიკურად ყველაზე "დეპრესიულ" ადგილებში მიჰყავთ.

"რუსეთის არმია ბომბავს აზოვსტალს აქტიურად. სიტუაცია ძალიან რთულია. "აზოვსტალს" თავს აფარებს დაახლოებით 1 000-მდე ადამიანი, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ისინი ვერ ახერხებენ გამოსვლას.

სიტუაცია ძალიან რთულია არამხოლოდ "აზოვსტალში", არამედ ქალაქშიც. ხალხს არ ჰყოფნის საკვები, ქალაქში არცერთი საავადმყოფო, აფთიაქი არ მუშაობს. ექიმი არ არის. რა თქმა უნდა, არ მუშაობს სკოლებიც. მართალია რუსული პროპაგანდისტული არხები ამბობენ რომ მუშაობს სასწავლო დაწესებულებები, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ჩვენი ხალხისთვის ძალიან რთულია ცხოვრება. ჰუმანიტარულ პრობლემას ემატება ომის პრობლემებიც, რომელიც რუსულ ოკუპაციასთან არის დაკავშირებული. თითოეული ჩვენი მოქალაქე საფრთხის ქვეშ არის.

მარიუპოლიდან უკვე გადასახლებულია 40 000 ადამიანი, ისინი რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, ეკონომიკურად ყველაზე "დეპრესიულ" ადგილებში მიჰყავთ.

ადამიანები თანხმობის გარეშე გაჰყავთ. მათ შორის არიან ბავშვებიც. 600-ზე მეტი მარიუპოლელი ბავშვი სანქტ პეტერბურგში წაიყვანეს. რუსები ყვებიან, რომ ისინი არიან ობლები, მაგრამ ესეც ტყუილია. საფილტრაციო ბანაკები ეს იგივე საკონცენტრაციო ბანაკებია. თავიდან ФСБ დაკითხვას უტარებს მათ, შემდეგ უმოწმებენ ელექტრონულ მოწყობილობებს, საბუთებს, მობილურ ტელეფონებს, პლანშეტებს, ნოუთბუქებს. ამოწმებენ მათ მიმოწერებს სოც ქსელებში, როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით.

ამის შემდეგ ათვალიერებენ მის სხეულს, ხომ არ აქვს მას ტატუ უკრაინული სიმბოლოებით. ასეთი პროცედურა ტარდება - ამოწმებენ 16, 18 წლის ზემოთ ყველას განურჩევლად იმისა კაცია თუ ქალია, აბსოლუტურად ყველას," - ამბობს პიოტრ ანდრიუშჩენკო.

დღის ამბები