დილიდან იწყებს ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად. მილოშ ვისტრჩილი პირველ აუდიენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს; შედგება გაფართოებული შეხვედრაც, რის შემდეგაც მედიისთვის სპიკერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დღესვე დაგეგმილია მილოშ ვისტრჩილის შეხვედრა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნეს ფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში.