მმართველი გუნდის ოპონენტები იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი სათანადოდ შეავსო და საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
მათივე შეფასებით, კითხვარის შევსებასთან ერთად მნიშვნელოვანია რეფორმების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება, რაც ევროპის კარის გასაღებია.
11 აპრილს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. დოკუმენტში ევროკომისია ხელისუფლებას სთხოვს, დაასაბუთოს პასუხები და მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები. საქართველოს ხელისუფლების პასუხებზე დაყრდნობით, ევროკომისია შეაფასებს მზადაა თუ არა საქართველო, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.