ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით მუშაობა დასრულდა, პირველი ნაწილი მზად არის და ევროკავშირის ელჩს დღეს დოკუმენტს თავად გადასცემს.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და აღნიშნა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა დოკუმენტის მეორე ნაწილზე, რომელიც ევროკავშირს 13 მაისამდე გადაეცემა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე და ჩვენ ეს წარმატებულად დავასრულეთ. ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორე ნაწილზე, რომელიც კიდევ უფრო ვრცელი დოკუმენტია, დაახლოებით 2 300 კითხვა არის მოცემული და 33 თავისგან შედგება მეორე ნაწილი ტექნიკური, სექტორული და დარგობრივი მიმართულებებით, ამიტომ ამ მეორე ნაწილს ჩვენ 13 მაისამდე, უფრო ადრეც გადავცემთ ევროკავშირს,“- აღნიშნა პრემიერმა.