15 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ კითხვარის გადაცემა არის მხოლოდ პირველი საფეხური და შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - დეკანოიძე

ევროკავშირის კითხვარის შევსება არის ძალიან მცირე მოვლენა და სეგმენტი იმ  მოვლენათა ჯაჭვში, რომელმაც საქართველო საბოლოოდ ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში არ აქვთ ნდობა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რადგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით საქართველოში დემოკრატიული რეფორმები არ არის გატარებული. მათივე შეფასებით კითხვარის მთავარ ნაწილში სწორედ რეფორმების შესახებ არის საუბარი, რომელიც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ნაწილს ეხება.

"საქართველო ახლა უკვე საერთაშორისო ასპარეზზე აღარ არის პრიორიტეტი და ეს არის ზუსტად იმ დოქტრინიდან გამომდინარე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა 2012 წელს, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო განხეთქილების ადგილი, დასავლეთს და რუსეთს შორის.

"ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ კითხვარის გადაცემა არის მხოლოდ პირველი საფეხური და შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ის, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ ჩააგდო რეფორმები, მათ შორის შარლ მიშელის შეთანხმება, ესეც შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცეს ჩვენი ქვეყნისთვის,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ კითხვარის შედეგად უნდა შეფასდეს ის რეფორმები და ვალდებულებები, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან აქვს საქართველოს, რამდენად შეასრულა ხელისუფლებამ.

"ერთი არის შევსება და მეორე ის რეფორმები, რომელიც ამ შევსებულ კითხვარში არის და შემდგომ, მისი შეფასება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თვითონ შევსებული კითხვარი ისევე, როგორც შეფასებები იქნება პოზიტიური,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.

11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს, ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და 13 მაისამდე მზად იქნება. 

დღის ამბები