საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, სიცრუეა ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების და ასევე, საკვები პროდუქტების მიუწვდომლობის შესახებ.
მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილს 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა.
"ამ პერიოდის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 800-მდე ვიზიტორი, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა რომ ჩვენ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას" - განაცხადა ბრეგაძემ.