ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია "ბორჯომმა" პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. ლაშა ხუციშვილის თქმით, კომპანიაში ბევრი ადამიანია დასაქმებული და თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისთვის, რომ "ბორჯომმა" საქმიანობა აღადგინოს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.
კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" 29 აპრილს განაცხადა, რომ იძულებულია, დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია. "ბორჯომის" საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.