12 მაისი 2024,   06:13
ვრცლად
ჰარცელი პრემიერს: ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენ გვერდით ვიდგე ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემისას, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმართა, რომ მისთვის დიდი პატივია იყოს კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე. 

კარლ ჰარცელმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

"მინდა, დიდი მადლობა  გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები