15 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
"ბუნდესთაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე" - გერმანიის საელჩო საქართველოში

გერმანია საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ განცხადებაში წერია, რომელიც საელჩომ facebook-ზე გამოაქვეყნა. ბუნდესთაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე.  

"გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. 2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესთაგმა) მიიღო რეზოლუცია "დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება". მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით ბუნდესთაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას "მათ ევროპულ გზაზე". პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს," - წერია განცხადებაში. 

დღის ამბები