15 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხებს განიხილავენ

 "სტრატეგია აღმაშენებლი" ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.  ლიდერები ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, კონგრესის ორივე პალატაში და არასამთავრობო წრეებთან უკრაინის თემას, საქართველოსთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხებს და შიდა პოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას განიხილავენ. დელეგაციის წევრები, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების საკითხზეც საუბრობენ. 

"ამ შეხვედრაზე, მე ვაყენებ თავისუფალი ვაჭრობის და შეთანხმების საკითხს, შეიარაღებით მხარდაჭერის საკითხს, მარტო უკრაინაზე არა, ომს არ უნდა დაველოდოთ. რა თქმა უნდა პირველ რიგში უკრაინა, მაგრამ შემდგომ საქართველოსთვის მხარდაჭერის ის პაკეტები, რომელიც კეთდება უკრაინისთვის, გათვალისწინებული უნდა იყოს.

მეორე მიმართულება - სახელმწიფო დეპარტამენტთან, სენატში, კონგრესში 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხებს განვიხილავთ. ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარებით,  "ქართულ ოცნებას" ვაიძულებთ, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები