15 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ექსპრეზიდენტის ოჯახი დღეიდან ექიმებთან და არასამთავრობოებთან შეხვედრებს გეგმავს და აქციებს აანონსებს - რას ფიქრობს პოლიტიკური სპექტრი

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი დღეიდან ექიმებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს გეგმავს, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ აქციებს აანონსებს. განცხადება ექსპრეზიდენტის ძმებმა გუშინ გააკეთეს, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა.

ოჯახი ელოდებოდა მთავრობისგან პასუხს, მზად არიან თუ არა მკურნალობის მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება მიეწოდება.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა შესაძლო პოლიტიკური ხერხი იქნება გამოყენებული. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ შესაძლოა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ქაოსი დაიწყოს. 

"იმ მეთოდების მიმართ, რომელიც აქამდე გამოყენებული იყო მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, შიმშილობა, აქციები ეს ყველაფერი გვინახავს და ა.შ მაგრამ არსებობს უფრო რადიკალური ღონისძიებები და ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც ქაოსი დაიწყება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ყველა პოლიტიკური ძალისთვის გაჩნდება შანსი და ეს შანსი იქნება ენმ-სთვისაც. ეს შანსი არის "ქართული ოცნებისთვის" მთავარი მტრის ხატის "ნაციონალური მოძრაობის" წართმევა,"- აცხადებს ხვიჩია. 

დღის ამბები