15 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
,,ყველა ადამიანი, ვინც სააკაშვილს გულშემატკივრობს უნდა ცდილობდეს, რომ მან მიიღოს შესაბამისი სერვისები და არ უნდა წააქეზონ" - შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებას, ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანასთან დაკავშირებით აქციები დაიწყონ, "ქართულ ოცნებაში" გამოეხმაურნენ. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სააკაშვილის პატიმრობა ისევ პოლიტიზირებულია, როგორც ოჯახის, ასევე მისი გულშემატკივრების და ოპოზიციის მხრიდან. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, მსჯავრდებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს. 

"სამწუხაროდ ეს ისევ სააკაშვილის პატიმრობის პოლიტიზირებაა. აქ ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან : ერთი, ეს იქნება მისი გულშემატკივრების სურვილი,  რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს და აერიდოს მას ის სასჯელი, რომელიც მას მიუსაჯა ქართულმა მართლმსაჯულებამ. 

სტრასბურგის სასამართლომაც კი პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს დაადო ხელი, როგორც პრეზიდენტს, რომელიც ხელს აფარებდა გირგვლიანის მკვლელობაში დამნაშავე ადამიანებს. სასჯელი კი ცალსახად უნდა იქნას მოხდილი. 

მეორე საკითხია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ რა თქმა უნდა პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მას სათანადო სამედიცინო სერვისი მიაწოდონ. 

ყველა ადამიანი ვინც გულშემატკივრობს სააკაშვილს უნდა ცდილობდეს, რომ მან მიიღოს შესაბამისი სერვისები და არ უნდა წააქეზონ,"-აცხადებს პაპუაშვილი. 

დღის ამბები