15 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ბერლინის კედელი უკრაინელებისთვის, ქართველებისა და მოლდოველებისთვის ყველაზე დიდი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია

საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას უკვე შევხდა. 

საქართველო - გერმანიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა - ეს ის საკითხებია, რომელიც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრისას განიხილეს.

გერმანიაში ვიზიტისას, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება ევროკავშირის კითხვარის შესახებ გააკეთა. 

"ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის - უკრაინელების, ქართველებისა და მოლდოველებისთვის ყველაზე დიდი მაგალითია იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, რომ ყველაფერი მთავრდება. 

ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერია შეუძლებელი!

გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის კითხვარი, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს ყველაზე დიდი იმედია! ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა!" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები