15 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
საქართველოს პრემიერ - მინისტრი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრ-ჩილს შეხვდა. შეხვედრაზე, ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოების აქტიურ ურთიერთობებზე გამახვილდა.

ასევე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, სექტორული მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თბილისში იმართება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც განსაზღვრავს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგს.

დღის ამბები