მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატმა მოინახულა. შოთა თუთბერიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ, კლინიკაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
"მისი მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო. დაახლოებით იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც იყო შიმშილობის ბოლო ეტაპზე. პრაქტიკულად ვერ იღებს საკვებს. მკურნალობის მეთოდები არასათანადოა და ეს ვერ უზრუნველყოფს მისი ჯანმრთელობის დაცვას. ამიტომ, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, სანამ ამისი დრო ჯერ კიდევ გვაქვს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.