დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის რადას მიმართა. ბორის ჯონსონის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში ვოლოდიმირ ზელენსკი და მთავრობის წარმომადგენლები ისმენდნენ. დიდი ბრიტანეთის პირველმა პირმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ტირანიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობა მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. მისი თქმით, უკრაინელების სიმამაცეს მომავალი თაობები არ დაივიწყებენ.
"ყოველდღიურად უკრაინის უდანაშაულო ხალხზე რაკეტების და ბომბების წვიმა მოდის. პუტინი უკრაინის მიწის დასაკავებლად თავის გროტესკულ და უკანონო კამპანიას აგრძელებს. რუსი ჯარისკაცები ვეღარ იტყვიან რომ არ იციან, რას აკეთებენ. ისინი სჩადიან სამხედრო დანაშაულებს - ჩვენ ვნახეთ ბუჩა, ირპენი, გოსტომელი და მრავალი სხვა ადგილი. დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ პასუხი აგონ ამ ომის დანაშაულებზე.
მე მაქვს ერთი გზავნილი თქვენთვის - უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა თავისუფალი იქნება. მე თქვენს ქუჩაში საკმარისად ვნახე უკრაინელი ადამიანების სიმამაცე და თავისუფლების სიყვარული. კრემლმა ვერ გათვალა და დაუშვა საშინელი შეცდომა. ჩვენ ყველას გვქონდა მოსმენილი რუსული პროპაგანდა, რომ რუსული ჯარი დაუმარცხებელია და რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაეცემოდა. მე ამის არ მჯეროდა და უკრაინამ დაამტკიცა სიმართლე. ეს არის უკრაინისთვის ყველაზე წარმატებული დრო, ეპიკური თავი თქვენს ეროვნულ ისტორიაში, რომელიც გაახსენდება და გაიხსენებს მომავალი თაობები," - განაცხადა ბორის ჯონსონმა.