15 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მყოფი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა და მილოშ ვისტრჩილმა ორ ქვეყნას შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის გამართვით, ასევე მიესალმნენ ჩეხური ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს, რომლებიც სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად ჩატარდა.

დღის ამბები