"ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ყურადღების გამახვილებას რეგიონში ომის და ოკუპაციის თემებზე აპირებენ.
უმრავლესობაში ასევე ამბობენ, რომ ყურადღება გამახვილდება ქვეყნის შიგნით გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმასა და სამომავლო პროექტებზე. პარლამენტის გარდა ევროპელ სტუმრებს შეხვედრები დაგეგმილი აქვთ მთავრობის ადმინისტრაციაში, ასევე შეხვდებიან პრემიერს.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ეუთო ქმედითი ინსტრუმენტი, რათა წევრი ქვეყნების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.