15 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ეუთო/ოდირის დელეგაციის ვიზიტი იწყება დღეიდან თბილისში- რა თემებს განიხილავს ოპოზიცია ეუთოსთან

ეუთო/ოდირის დელეგაციის ვიზიტი იწყება დღეიდან თბილისში - მატეო მეკაჩის ხელმძღვანელობით ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის წევრებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ევროპელ სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე საათში ელოდებიან. საუბრის მთავარ თემებად ოპოზიცია საარჩევნო რეფორმასა და იმ გამოწვევებს ასახელებს, რაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად პრობლემად რჩება. "ნაციონალური მოძრაობა" ეუთოსთან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აპირებს საუბარს. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საუბარი იქნება საარჩევნო რეფორმაზე. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ეუთოსთან ენმ- ს მთავარი განხილვის თემა იქნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემა. 

დღის ამბები