უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. მიხაილ პოდოლიაკმა ინტერვიუ "ამერიკის ხმას" მისცა. ის ამბობს, რომ მთავრობის პოზიცია უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს.
მიხაილო პოდოლიაკმა უპასუხა შეკითხვას უკრაინის დაზვერვის ინფორმაციის შესახებ და აპირებს თუ არა უკრაინა მტკიცებულებების წარდგენას, "როდესაც გავიგებთ, რომ სანქციებზე გვერდის ასავლელად, საქართველოსა და რუსეთს შორის საქმე უკვე საუბრიდან კონკრეტულ იურიდიულ ჩრდილოვან ურთიერთობებში გადადის, მაშინ, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ, თუ გვექნება დოკუმენტების პაკეტი იურიდიული დადასტურებებით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ასეთი გვერდის ავლის მანევრები ხორციელდება,"- აცხადებს პოდოლაკი.
"ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის, და, რა თქმა უნდა, არა ხალხის პოზიცია, სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყანასთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,"- აცხადებს პოდოლიაკი.