უნგრეთი უარყოფს უკრაინის ბრალდებას, თითქოს უნგრეთმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის მზადების შესახებ იცოდა. უკრაინაში უნგრეთის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის უშიშროების სამსახურის მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადების გამო და ოფიციალური კიევისგან განმარტებებს მოითხოვს.
"ეს მტკიცებულებები შეიცავს უნგრეთის მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, ასევე, უკრაინულ საზოგადოებაში აღვივებს უნგრელი ხალხისა და უნგრეთის წინააღმდეგ სიძულვილს. მოვუწოდებთ ბატონ დანილოვს, უკან გაიწვიოს მისი განცხადება" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.