კახა კალაძე სამარცხვინოს უწოდებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებას და თავად მიხაილო პოდოლიაკსაც.
"პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო, ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. და შეგიძლიათ, უბრალოდ, ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი," - აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, მიხაილო პოდოლიაკმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია უპირისპირდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას.