15 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა შსს-ს აკადემია დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები შსს-ს აკადემიის საქმიანობას გაეცნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა.

ალექსანდრე დარახველიძემ და აკადემიის რექტორმა, ივანე პაპიაშვილმა დეპუტატებს აკადემიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხებოდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სასწავლო პროგრამების სპეციფიკას და იმ ბენეფიტებს, რომლებსაც აკადემიის მსმენელები იღებენ.

დეპუტატებმა სიმულაციური სასწავლო სივრცე, გარე სპორტული და ტაქტიკური სივრცე, ვირტუალური ტირი, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ახალი ტირი, სიმულაციური სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს და შსს-ს არქივი და ის სასტუმრო მოინახულეს, რომელშიც რეგიონიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩამოსული პოლიციელები ცხოვრობენ.

დღის ამბები