დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია იხსნება დღეს ვარშავაში - შეხვედრაზე დასასწრებად პოლონეთში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად.
საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით "უკრაინისთვის" პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრების ინიციატივით ტარდება. შეხვედრის მონაწილეებს შორის იქნებიან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებიც. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ქართული მხარე კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინისთვის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.