15 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
თბილისის საკრებულოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის საკრებულოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის. თანამშრომლობა საკრებულოში დასაქმებულ პირთათვის სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცებასთან დაკავშირებული ერთობლივი სატრენინგო პროგრამების შექმნას გულისხმობს.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს იმ პროექტების შემუშავებას, რომლებიც რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, რელიგიის თავისუფლებასთან და თბილისის რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებასთანაა დაკავშირებული.

დღის ამბები