15 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში მისმა პარტიამ ჩააგდო - აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობამდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიყვანა. "ევროპული საქართველოს" წევრის განცხადებით, ექსპრეზიდენტს ცრუ მოლოდინები შეუქმნეს :

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ, ამ ადამიანებმა, ვინც "ჩამოდი ჩამოდი" უძახა და მისივე შეცდომებმა. ეს ყველაფერი მოიტანა "ნაციონალური მოძრაობის" ვითომ გულმხურვალე გულშემატკივრების და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივმა შეცდომამ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და ჰქონდა იმედი და განცდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი მზად იყო, რომ ფიზიკურად დაეცვა ის", - აცხადებს ბობოხიძე. 

დღის ამბები