მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“, აშშ-ის ელჩს საქართველოში სამი კითხვით მიმართავს.
„ძალიან მაინტერესებს, ამ 40 ათასი კაცის სახელით მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს, მართლა მაინტერესებს, ვფიცავ ყველაფერს. მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების“, - ამბობს გია გაჩეჩილაძე.
მომღერალი იქვე საქართველოს სახალხო დამცველს და ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს.
„არ ვიცი, სახალხო დამცველი გერქვას და მარტო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ფიქრობდე და გული გისკდებოდეს, და სხვა ადამიანები ვითომც არც ყოფილან პატიმრები და არც არასდროს არ იქნებიან, ისე იქცეოდე, ეს ხომ ადამიანმა ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს ყველამ ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასეა. ეს ხომ საზოგადოებამ ხალხმა ყველაზე უფრო კარგად იცის. და ვერაფერი, თუ დღეს ეს ლაპარაკი, შიგნიდან ავრევთ, გარედან ავრევთ, ასე ფიქრობენ, ვერ არევენ, იმიტომ რომ გავლილი აქვს ხალხს 30 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი. იმ მდინარეში ისევ უკან არ დავბრუნდებით, გამორიცხულია ეს ამბავი. გამორიცხულია და არც ჩვენს ქვეყანას არ ჩავითრევთ არანაირ ომში, ეს ვისაც როგორ არ უნდა უნდოდეს“- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.