15 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან და პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მითუმეტეს კი ფატალური შედეგი, გამოიწვევს საქართველოს დასავლური კურსიდან მრავალი წლით ჩამოშორებას.

,,ხელისუფლებას მოუწევს ამისთვის თვალის გასწორება და ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინება",- განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

 

 

დღის ამბები