ამერიკის შეერთებული შტატებსა და კასპიის აუზის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი, ვაშინგტონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის კონფერენციით და გალა საღამოთი აღნიშნეს. ღონისძიებას ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის უზბეკეთის და თურქემენეთის საელჩოების დიპლომატები და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დიპლომატებმა, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და უკვე არსებულ პროექტებში, ამერიკული მხარის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.